Thumbnail

კალიფორნიელი მუსიკოსი Tyler, The Creator პოპულარული კომპოზიციების ალტერნატიული ვერსიების ჩაწერას განაგრძობს. ამჯერად, მან კანადელი კოლეგის, დრეიქისა და ახალგაზრდა რეპერის, ლილ ბეიბის ცნობილი ტრეკის Yes Indeed (Pikachu) 57-წამიანი რემიქსი სახელწოდებით BRONCO გაავრცელა.

► მოუსმინეთ: Drake - Yes Indeed (Pikachu) Feat. Lil Baby

► მოუსმინეთ: Tyler, The Creator - PEACH FUZZ 

► მოუსმინეთ: Tyler, The Creator - GELATO 

პოპულარულმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. იმავე წელს ტელეკომპანიამ MTV შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი "საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული