Thumbnail
ფოტო: TBC Status

ნახეთ: Black Sea Arena-ზე რობერტ პლანტის კონცერტი გაიმართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების პირველ დღეს, შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე ლეგენდარული რობერტ პლანტისა და მისი ბენდის Sensational Space Shifters კონცერტი გაიმართა. მუსიკოსი მსმენელების წინაშე მისი ბოლო სტუდიური ნამუშევრის Carry Fire მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში წარდგა.

რობერტ პლანტის კონცერტი Black Sea Arena-ზე

🎶 რიგით მე-12 Black Sea Jazz Festival გაიხსნა. ღონისძიების პირველ დღეს, შეკვეთილში, BLACK SEA ARENA-ზე ლეგენდარული Robert Plant-ისა და მისი ბენდის Sensational Space Shifters კონცერტი გაიმართა. 🎵 რობერტ პლანტმა საათნახევრის განმავლობაში, მის ახალ კომპოზიციებთან ერთად, Led Zeppelin-ის ჰიტები შეასრულა. 👇 ნახე ვიდეო.

Posted by popmusic on Friday, July 20, 2018

 

რობერტ პლანტმა საათნახევრის განმავლობაში, მის ახალ კომპოზიციებთან ერთად, "ლედ ზეპელინის" ჰიტები - The Lemon Song, Babe I'm Gonna Leave You და Whole Lotta Love შეასრულა. Black Dog კი მუსიკოსმა ჯგუფ Sensational Space Shifters-თან ერთად პირველად სწორედ დღეს იმღერა.

კონცერტის ტრეკლისტი

RP Special list for BSJF’18

Posted by Black Sea Jazz Festival on Thursday, July 19, 2018

 

ფოტო: TBC Status

ფოტო: TBC Status

ფოტო: TBC Status

ფოტო: TBC Status

ფოტო: TBC Status

რობერტ პლანტმა მუსიკალური კარიერა 1965 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარულ ბრიტანულ როკ ჯგუფში Led Zeppelin მოღვაწეობით გახდა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone მუსიკოსი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელა.

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი კი 20, 21 და 22 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გადაინაცვლებს. მსმენელების წინაშე ისეთი ცნობილი არტისტები წარდგებიან, როგორებიც არიან ერიკა ბადუ, რობერტ გლასპერი და ვაიქლეფ ჟანი. აღსანიშნავია, რომ ეს ყოველწლიური ღონისძიება თიბისი ბანკისა და Eastern Promotions-ის თანამშრომლობით  იმართება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული