Thumbnail

სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ამერიკელი მუსიკოსი სიარა ვიდეორგოლთან ერთად ახალ სიმღერას Level Up ავრცელებს. კლიპში წარმოდგენილი ქორეოგრაფიის ავტორი ახალზელანდიელი პერის გობელია, რომელმაც წარსულში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: რიანა, ჯენეტ ჯექსონი, ჯენიფერ ლოპესი, ჯასტინ ბიბერი და სხვები.

სიარამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 23 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Like A Boy და I Bet მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული