Thumbnail

ინგლისურმა ჯგუფმა alt-J სიმღერის Deadcrush განახლებული ვერსია გაავრცელა. კომპოზიციაზე ბენდმა ამერიკელ რეპერთან დენი ბრაუნთან ერთად იმუშავა. ტრეკი კოლექტივის მომავალ სტუდიურ ჩანაწერში REDUXER შევა, რომელშიც 2017 წლის ალბომში Relaxer შესული ნამუშევრების რემიქსები იქნება წარმოდგენილი.

alt-J ლიდსში 2007 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Breezeblocks, Taro, Left Hand Free და Hunger Of The Pine. ბენდის მუსიკალური მიმართულება მრავალფეროვანია და ექსპერიმენტულ როკს, ინდი ელექტრონიკას და ინდი პოპს აერთიანებს.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული