Thumbnail

ნახეთ: რეპერები Dave East და Rick Ross ტრეკის Fresh Prince Of Belaire კლიპს ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელი რეპერი დევიდ ბრიუსტერ უმცროსი, სასცენო სახელით Dave East და მაიამელი ჰიპ ჰოპ არტისტი უილიამ რობერტსი, ფსევდონიმით Rick Ross, მსმენელს 10 დღის წინ გავრცელებულ ტრეკზე Fresh Prince Of Belaire გადაღებული ვიდეორგოლით უბრუნდებიან.

კომპოზიცია კომერციულ ხასიათს ატარებს, რადგან რიკი და დეივი ფრანგული ღვინის კომპანიასთან Luc Belaire თანამშრომლობენ. მათ მსოფლიოში ბრენდის პოპულარიზაცია ევალებათ.

დეივ ისთმა მუსიკალური კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. 2014 წელს რეპერი ნასის მიერ დაფუძნებულ ლეიბლში Mass Appeal Records გაწევრიანდა. 2017 წლის დასაწყისში მან EP სახელწოდებით Paranoia: A True Story გამოუშვა. თუმცა, ჯერჯერობით მუსიკოსის საუკეთესო ჩანაწერად 2016 გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპი Kairi Chanel ითვლება.

სამხრეთელმა მუსიკოსმა რიკ როსმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. დღეისთვის მას 9 ალბომი და 5 კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოშვებული. 2012 წელს ტელეკომპანია MTV-მ არტისტი წლის ყველაზე მოთხოვნად რეპერად დაასახელა. სოლო კარიერის გარდა, მან 2009 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც პოპულარული შემსრულებლები მიქ მილი და ვალეი იყვნენ. უილიამმა მისი ბოლო სტუდიური ჩანაწერი Rather You Than Me გაყიდვაში 2017 წელს ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული