Thumbnail

ნახეთ: BTS-ის წევრები "კოკა-კოლას" ბოთლებზე გამოსახეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კომპანია "კოკა-კოლა" უალკოჰოლო სასმელს ახალი შეფუთვით ავრცელებს. ბოთლებსა და ქილებზე სამხრეთკორეული ბოიბენდის, "ბითიესის" წევრები არიან გამოსახული.

► 7 ცნობილი მუსიკოსი, რომელთაც BTS-სთან თანამშრომლობა სურთ

► ნახეთ, რას უსმენენ BTS-ის წევრები სხვადასხვა აქტივობის დროს

სპეციალური დიზაინის მქონე გამაგრილებელი სასმელი სამხრეთ კორეაში შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება.

ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ არა "ბითიესის" გამოსახულებიანი "კოკა-კოლა" სხვა ქვეყნებში.

"ბითიესს" განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. BTS კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული