Thumbnail

მოუსმინეთ: სინსორა & თერიკა - თუ დაინახე ბალახი (Prod. By დასავლელი)

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტები ალექსანდრე ცერცვაძე, ფსევდონიმით სინსორა და ირაკლი ქოჩიაშვილი, სასცენო სახელით თერიკა, მსმენელს პირველ ერთობლივ კომპოზიციას "თუ დაინახე ბალახი" სთავაზობენ. ჩანაწერის პროდიუსერი ვეტერანი მუსიკოსი რამაზ გუნავა, იგივე დასავლელი, გახლავთ.

სინსორამ მუსიკალური კარიერა 2002 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში "მონტინელები" მოღვაწეობით დაიწყო. ჯგუფის დაშლის შემდეგ, რეპერმა თითქმის ათწლიანი შემოქმედებითი პაუზა აიღო. ის მსმენელს 2016 წელს, პროექტის "პატივისცემა" ფარგლებში ჩაწერილი ტრეკით დაუბრუნდა. შემდეგ კი მუსიკოსმა კომპოზიცია "მწვანე ასწორებს" გაავრცელა.

თერიკამ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ პროექტით "ჩემი ქალაქი" გაიცნო. 2015 წელს მუსიკოსმა პირველი ოფიციალური მიქსტეიპი "სოციალური ნაგავი" გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ამავე დასახელების კომპოზიცია გახლავთ. სოლო კარიერის გარდა, ირაკლი ჰიპ ჰოპ გაერთიანების BAZA წევრიც იყო. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული