Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა Arcade Fire სიმღერა Half Light I რვა წლის შემდეგ პირველად შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადურმა ბენდმა Arcade Fire ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ კონცერტზე 2010 წლის სიმღერა Half Light I ცოცხლად პირველად შეასრულა. კომპოზიცია ბენდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ალბომშია The Suburbs შესული.

► ჯგუფმა Arcade Fire სიმღერაზე Chemistry გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა

Arcade Fire ქალაქ მონრეალში 2001 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო ალბომი Funeral 2004 წელს გაავრცელა. კოლექტივს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ჩანაწერმა The Suburbs მოუტანა. 3 წლის შემდეგ კი ჯგუფის ფრონტმენის, ვინ ბათლერის მიერ დაწერილი კომპოზიცია ფილმისთვის Her, წლის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინეს. შარშან, 27 ივლისს არტისტებმა რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი Everything Now გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული