Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ ახალ კლიპში God Is а Woman ღმერთი განასახიერა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი არიანა გრანდე სიმღერაზე God Is а Woman გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რეჟისორი დეივ მაიერსია, რომელმაც წარსულში მომღერლის ორი კომპოზიციის No Tears Left to Cry და The Light Is Coming მუსიკალურ კლიპებზე იმუშავა.

► ნახეთ: ნიკი მინაჟმა და არიანა გრანდემ კომპოზიციაზე Bed კლიპი გადაიღეს

► ნახეთ: არიანა გრანდემ და პიტ დევიდსონმა კარაოკე ბარში ბიონსეს Love On Top შეასრულეს

ვიდეოში მიქელანჯელოს ფრესკა "ადამის შექმნაა" გაცოცხლებული, არიანა კი ღმერთის როლში გვევლინება. კლიპში ასევე "პოპის დედოფალ" მადონას იხილავთ, რომელიც ბიბლიიდან იმ ციტატას კითხულობს, რომელსაც სემუელ ლ. ჯექსონის პერსონაჟი კვენტინ ტარანტინოს საკულტო სურათში Pulp Fiction

კომპოზიცია God Is A Woman გრანდეს ალბომში Sweetener შევა, რომელიც გაყიდვაში 17 აგვისტოს ჩაეშვება.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული