Thumbnail

ნახეთ: უილ სმიტი, სიარა და სხვები დრეიქის ახალ სიმღერაზე In My Feelings ცეკვავენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი ჰიპ ჰოპ არტისტის, დრეიქის ახალი სიმღერა In My Feelings დენს ჩელენჯის შთაგონების წყარო გახდა. კომპოზიციაზე ცეკვის ვიდეო პირველად ინსტაგრამზე კომიკოსმა The Shiggy Show-მ განათავსა.  

#Mood : KEKE Do You Love Me ? 😂😂😂 @champagnepapi #DoTheShiggy #InMyFeelings

A post shared by Shoker🃏 (@theshiggyshow) on

დრეიქის კომპოზიციამ და Shiggy-ს საცეკვაო მოძრაობებმა ინტერნეტში პოპულარობა მალევე მოიპოვა. ვიდეო სოციალური ქსელების მომხმარებლებს იმდენად მოეწონათ, რომ მსგავსი კლიპები თავადაც გადაიღეს. ჩელენჯს არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ამერიკელი მუსიკოსი სიარაც შეუერთდა.

დრეიქის სიმღერაზე ბუდაპეშტში მყოფმა მსახიობმა და რეპერმა უილ სმიტმაც იცეკვა.

ჩელენჯში მონაწილეობა ასევე პოპულარული ამერიკელი სერიალის This Is Us მსახიობებმა, სთერლინ ბრაუნმა და სუზან უოთსონმა მიიღეს.

Gotta #DoTheShiggy with the Mrs! #ThisIsUs #InMyFeelingsChallenge

A post shared by Sterling Brown (@sterlingkbrown) on

ვირუსულ ჩელენჯს თავად კომპოზიციის ავტორი დრეიქიც შეუერთდა, რომელმაც ლონდონში გამართულ Wireless Festival-ზე გამოსვლისას Shiggy-ს მოძრაობებით იცეკვა.

In My Feelings დრეიქის რიგით მეხუთე ალბომში Scorpion შედის, რომელიც გაყიდვაში 29 ივნისს ჩაეშვა. აღსანიშნავია, რომ არტისტი სულ მალე თაყვანისცემლებს კომპოზიციაზე გადაღებულ ვიდეორგოლს შესთავაზებს.

► მოუსმინეთ: დრეიქმა ახალი ალბომი Scorpion გაავრცელა

► დრეიქის ალბომმა Scorpion გამოსვლიდან რამდენიმე საათში პლატინის სტატუსი მოიპოვა

► დრეიქის ალბომი Scorpion მუსიკალურ პლატფორმებზე მილიარდჯერ დაისტრიმა

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ალბომის 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის მთავარი კომპოზიცია Hotline Bling გახლავთ, რომელმაც იუთუბზე მილიარდ ოთხას მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული