Thumbnail

რეპერი 6ix9ine 16 წლის მოზარდის დახრჩობის სავარაუდო მცდელობის გამო დააკავეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

სამართალდამცველებმა პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი დენიელ ერნანდესი, ფსევდონიმით Tekashi 6ix9ine, დააკავეს. 22 წლის მუსიკოსი ნიუ იორკში, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში მაშინ აიყვანეს, როდესაც აშშ-ში ევროპული ტურნედან ბრუნდებოდა. რეპერს არასრულწლოვანზე თავდასხმასა და მასზე ძალადობაში ადანაშაულებენ. 

Chief Keef-ზე თავდასხმის საქმეზე 6ix9ine-ს დაკითხავენ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის იანვარში ტექსასში მოხდა. 16 წლის მოზარდის მტკიცებით, მუსიკოსი მას ქალაქ ჰიუსტონის სავაჭრო ცენტრში თავს დაესხა და დახრჩობაც კი სცადა. 

დაკავებასთან დაკავშირებით რეპერის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ სიქსნაინი 2015 წელს 13 წლის გოგონასთან სექსუალურ კავშირსა და აქტის ამსახველი კადრების გავრცელებაში დაადანაშაულეს. მაშინ რეპერი პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. 

წარმოშობით მექსიკელმა შემსრულებელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Day69 გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული