Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა Geo Folk Tour "ლედ ზეპელინის" კომპოზიციების ფოლკლორული ვერსიები გაავრცელა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

მუსიკალური პროექტი Geo Folk Tour ლეგენდარული ინგლისელი არტისტის, რობერტ პლანტის სიმღერის Rainbow, ასევე ჯგუფ "ლედ ზეპელინის" კომპოზიციების Kashmir და The Immigrant Song ქართულ ფოლკლორულ ვერსიებს ავრცელებს. ტრადიციული მრავალხმიანობით შესრულებული ნამუშევრები პლანტის საქართველოში ვიზიტს ეძღვნება. არტისტი კონცერტს 19 ივლისს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე მართავს.

Geo Folk Tour 2011 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივმა შარშან ჯგუფ Aerosmith-ის ჰიტის Dream on ქართული ხალხური ვერსიაც ჩაწერა. 2017 წელს ბენდის წევრებმა მუსიკოს ბერასთან ერთად ცნობილი საშობაო სიმღერების ფოლკლორულ ქავერებზეც იმუშავეს.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული