Thumbnail

ყოველწლიური ფოლკლორული ფესტივალის, "Art-გენის" ისტორიაში პირველად ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჰიპ ჰოპის საღამო გაიმართა. მსმენელთა წინაშე ქართველი რეპერები S-fx, TM & Mush One, I.G.O., ჯერონიმო, თერიკა, ჩესტერი, დასავლელი და სინსორა წარდგნენ.

ორსაათიანი პერფორმანსისას, ჰიპ ჰოპ არტისტებმა მსმენელისთვის კარგად ნაცნობ კომპოზიციებთან ერთად, რამდენიმე ჩანაწერი პირველად შეასრულეს.

ჰიპ ჰოპის საღამო ფესტივალ "ART-გენზე"

🤟 ფოლკლორულ ფესტივალ "ART-გენზე" ჰიპ ჰოპის საღამო პირველად გაიმართა. 🎶 მსმენელთა წინაშე ქართველი შემსრულებლები: SF-X, TM & Mush One, I.G.O, ჯერონიმო, თერიკა, ჩესტერი, დასავლელი და სინსორა წარდგნენ. 👇 ნახე ვიდეო.

Posted by popmusic on Wednesday, July 11, 2018

 

"Art-გენი", რომელმაც სტარტი 21 ივნისს რეგიონული ტურნეთი აიღო, 15 ივლისს ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით დასრულდება.

ფოლკლორული ფესტივალი 2004 წელს მუსიკოსის, ზაზა კორინთელის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანი ხალხური შემოქმედების და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციაა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული