Thumbnail

ნახეთ: Sex Pistols-ის ჯონ ლაიდონმა სცენაზე გარდაცვლილი ფანის ფერფლი მიმოაბნია

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული პანკ როკ ბენდის Sex Pistols ფრონტმენის, ჯონ ლაიდონის ჯგუფმა Public Image Ltd ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში კონცერტი გამართა. ღონისძიების მიმდინარეობისას, მუსიკოსმა კოლექტივის გარდაცვლილი თაყვანისმცმელის, სტიუარტის უკანასკნელი სურვილი შეასრულა და მისი ფერფლი სცენაზე მიმოაბნია.

"სტიუარტის დამ გვთხოვა, თავისი ძმის სურვილი შეგვესრულებინა და მისი ფერფლი სცენაზე მიმოგვებნია. გვახსოვხარ და გვიყვარხარ, სტიუარტ", - აღნიშნა ჯონმა. 

ჯონ ლაიდონმა მუსიკალური კარიერა 1975 წელს Sex Pistols-ში მოღვაწეობით დაიწყო. 1978 წელს, კოლექტივის დაშლის შემდეგ, მან ბენდი Public Image Ltd ჩამოაყალიბა. ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Rise, This Is Not A Love Song და Public Image მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული