Thumbnail

ნახეთ: ჯგუფი "არა" კომპოზიციის "მსხალი" ლაივ ჩანაწერს ავრცელებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ქართული ჯგუფი "არა" კომპოზიციის "მსხალი" ლაივ ჩანაწერს ავრცელებს. ვიდეო 26 ივნისს დედაინის ბაღში გამართულ კონცერტზეა გადაღებული.

მსმენელების წინაშე ბენდის ფრონტმენი ზურა ჯავახია, გიტარისტი ლექსო რატიანი, ბასისტი გიორგი სიბაშვილი, კლავიშისტი თორნიკე ჯაფიაშვილი და დრამერი პაპუნა ჟამიერაშვილი წარდგნენ. კომპოზიცია კოლექტივის ალბომში "რატომ გამომიყვანეთ" შედის, რომლის პრეზენტაციაც 8 აპრილს შედგა.

ჯგუფი "არა" მუსიკოსისა და მსახიობის, ზურა ჯავახიას პროექტია. ბენდს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა "კი", "გამოცდები" და "გოგოები ზემოდან" მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული