Thumbnail

ნახეთ: ნინო ქათამაძის კონცერტი ფესტივალ "Art-გენზე"

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

"Art-გენი 2018" თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში ნინო ქათამაძის და ჯგუფ Insight-ის კონცერტით გაიხსნა.

ორსაათიანი შოუს განმავლობაში ქათამაძემ თავისი ცნობილი კომპოზიციები შეასრულა. მუსიკოსმა ჰიტები "ქუჩაში ერთხელ" და "ოლეი" მსმენელებთან ერთად იმღერა. 

მომღერალმა მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო და მალევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ შემსრულებლად იქცა. 1999 წლიდან არტისტი ბენდ Insight-თან თანამშრომლობს.

ნინო ქათამაძის კონცერტი ფესტივალ "Art-გენზე"

🎵 "Art-გენი 2018"-ის ფარგლებში Nino Katamadze & Insight-ის კონცერტი ჩატარდა. ნინო ქათამაძემ ჰიტები "ქუჩაში ერთხელ" და "ოლეი" მსმენელებთან ერთად იმღერა. 👇 ნახე ვიდეო

Posted by popmusic on Monday, July 9, 2018

 

ყოველწლიური ფესტივალი "Art-გენი" 2004 წელს მუსიკოსის, ზაზა კორინთელის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანი ხალხური შემოქმედებისა და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციაა. 

10 ივლისს, პირველად ფესტივალის ისტორიაში, ჰიპ ჰოპის დღე გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას Sf-x, თერიკა, ჯერონიმო და სხვა ქართველი არტისტები მიიღებენ. ეთნოგრაფიული მუზეუმის სტუმრები ასევე რობი კუხიანიძის, ჯგუფების ReGGaeon და "ფრანი", პროექტის Asea Sool და სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლის მოსმენასაც შეძლებენ.

"Art-გენი", რომელმაც სტარტი 21 ივნისს რეგიონული ტურნეთი აიღო, 15 ივლისს ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული