Thumbnail

ნახეთ: არენბი მუსიკოსმა თორი ლეინზმა კომპოზიციაზე Pa Mi ვიდეორგოლი გამოუშვა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ტორონტოელი არენბი შემსრულებელი დეისთარ პეტერსონი, ფსევდონიმით Tory Lanez, მსმენელს ტრეკზე Pa Mi გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს სთავაზობს. ჩანაწერში პოპულარული პუერტორიკოელი რეგეი არტისტი Ozuna მონაწილეობს.

კანადელი მუსიკოსი ლათინოამერიკელი მსმენელისთვის ალბომის El Agua გამოშვებას წლის ბოლომდე გეგმავს. ცნობილია, რომ სტუდიურ ნამუშევარში არაერთი ესპანურენოვანი არტისტი მიიღებს მონაწილეობას. ტრეკი Pa Mi ჩანაწერის პირველი სინგლია.

ლეინზმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016-ში კი სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 200 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. მიმდინარე წლის მარტში კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Memories Don't Die ჩაუშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული