Thumbnail

ნახეთ: ენრიკე იგლესიასი და მისი 6 თვის შვილი ზღვაში ერთობიან

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ესპანელმა სუპერვარსკვლავმა ენრიკე იგლესიასმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ის თავის 6 თვის შვილთან ერთად ერთობა. მამის ოხუნჯობაზე პატარა ლუსის სახალისო რეაქცია აქვს. არტისტმა თაყვანისმცემლებს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეც მიულოცა.

"გილოცავთ 4 ივლისს", - წერს იგლესიასი.

🐳😂🐳 Happy 4th of July!

A post shared by Enrique Iglesias (@enriqueiglesias) on

შემსრულებელს ლუსი და მისი ტყუპისცალი ბიჭუნა რუსი ჩოგბურთელისგან, ანა კურნიკოვასგან 2017 წლის დეკემბერში შეეძინა. წყვილმა ერთმანეთი 2001 წელს, ენრიკეს სიმღერაზე Escape ვიდეოკლიპის გადაღებისას გაიცნო. 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. 170 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. მომღერალ ხულიო იგლესიასის უმცროს შვილს კარიერის განმავლობაში არაერთი გრემის ჯილდო აქვს მიღებული. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Bailando, Hero და Bailamos მოუტანა. 2011 წელს ვარსკვლავი საქართველოს სტუმრობდა. მან კონცერტი ბათუმში გამართა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული