Thumbnail

ნახეთ: Soft Eject-ის კლიპის Please Just Carry On გადაღების ექსკლუზიური კადრები

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ქართული როკ ჯგუფი "სოფთ ეჯექთი" ფოტოსურათებით აწყობილ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ბენდის ჰიტზე Please Just Carry On მუსიკალური კლიპის გადაღების პროცესს ასახავს. კოლექტივი ვიზუალურ ნამუშევარზე 1995 წლის მარტში მუშაობდა. 

► ნახეთ: ქართულმა ჯგუფმა Soft Eject სიმღერის Windstorm აკუსტიკური ვერსია გაავრცელა

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი 7 ივლისს თბილისის მერიის პროექტის "თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში დედაენის ბაღში კონცერტს გამართავს. 

Soft Eject თბილისში 1990 წელს შეიქმნა. ჯგუფის პირველი ოთხი სტუდიური ჩანაწერი Everybody (1993), Something New (1994), Now! (1995) და Collection (1995) გერმანიაშია ჩაწერილი. 2000-იანი წლებიდან ბენდი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს. აშშ-ში, ბრიტანეთსა და უკრაინაში გასტროლებს 2001 წელს ალბომი Wanderer ემატება. 2 წელიწადში კი Nine Mountains Away გამოდის. 2017 წელს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, "სოფთ ეჯექთი" Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერად მოგვევლინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული