Thumbnail

თინა თერნერის შვილმა თავი მოიკლა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, თინა თერნერის უფროსმა შვილმა, 59 წლის ქრეიგ რეიმონდ თერნერმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. 

ქრეიგის ცხედარი კალიფორნიაში, საკუთარ ბინაში იპოვეს. ცნობილია, რომ შვილის თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე 78 წლის მომღერალი პარიზში, მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჯორჯო არმანის ჩვენებას დაესწრო. 

თინა თერნერი და მისი შვილი ქრეიგ თერნერი

თინა თერნერს, იმ დროს ანა მეი ბალოქსს, ქრეიგი 18 წლის ასაკში, მისი მომავალი ქმრის, აიკ თერნერის ბენდის Kings of Rhythm საქსოფონისტ რეიმონდ ჰილისგან შეეძინა. თუმცა, მისი და რეიმონდის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჰილთან დაშორების შემდეგ, თინა აიკზე დაქორწინდა. მან ქრეიგი იშვილა და საკუთარი გვარიც მისცა. ქრეიგ თერნერი თვითმკვლელობამდე უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული