Thumbnail

მოუსმინეთ: რეპერმა Young Buck-მა ახალი მიქსტეიპი 10 Plugs გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნეშვილელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დევიდ დერნელ ბრაუნი, ფსევდონიმით Young Buck, აგრძელებს 10-ტრეკიანი ოფიციალური მიქსტეიპების სერიის გავრცელებას და მსმენელს ახალ ჩანაწერს 10 Plugs სთავაზობს. ნამუშევრის აღმასრულებელი პროდიუსერი ასევე ნეშვილელი მუსიკოსი BandPlay გახლავთ, რომელმაც დევიდთან უკვე არაერთ პროექტზე ითანამშრომლა. ჩანაწერში მონაწილეობა იანგ ბაქის ცნობილმა კოლეგამ, ბუსი ბედეზმა მიიღო.

► ნახეთ: რეპერმა Young Buck-მა ტრეკზე Can't Lose ვიდეოკლიპი გადაიღო

მიქსტეიპის 10 Plugs პრომოუშენის მიზნით, იანგ ბაქმა ნამუშევრის ერთ-ერთ კომპოზიციაზე Too Rich ვიდეორგოლიც გადაიღო.

რეპერი ამჟამად ახალ ალბომზე Unexpected მუშაობს. სტუდიური ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერები ლეგენდარული მუსიკოსები Dr. Dre და 50 Cent იქნებიან. 

დევიდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იანებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ კოლექტივში G-Unit გაწევრიანების შემდეგ გახდა. მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომი Straight Outta Cashville 2004 წელს ჩაეშვა გაყიდვაში. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და დღემდე მისი ორ მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი წამყვანი კომპოზიცია Let Me In გახლავთ, რომელშიც ქუინსელი რეპერი 50 Cent მონაწილეობს. იანგ ბაქმა ბოლო მიქსტეიპი 10 Toes Down მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული