Thumbnail

7 ცნობილი მუსიკოსი, რომელთაც BTS-სთან თანამშრომლობა სურთ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეული BTS მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოიბენდია. ბილბორდისა და ამერიკული მუსიკის დაჯილდოებებზე ბიჭების გამოჩენის შემდეგ, არაერთმა ცნობილმა არტისტმა ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

► Time-მა ინტერნეტში ყველაზე გავლენიან ადამიანებად რიანა, ქანიე და BTS დაასახელა

► ნახეთ, რას უსმენენ BTS-ის წევრები სხვადასხვა აქტივობის დროს

გაგაცნობთ მუსიკოსებს, რომელთაც "ბითიესთან" ერთობლივი ნამუშევრების ჩაწერა სურთ.

მალუმა

კოლუმბიელმა სუპერვარსკვლავმა Maluma-მ თანამემამულე შაკირასთან და პუერტორიკოელ რიკი მარტინთან უკვე ითანამშრომლა. გამოცემა "ბილბორდთან" საუბარში მუსიკოსმა BTS-სთან კოლაბორაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა. "ძალიან გამიხარდებოდა", - აღნიშნა არტისტმა.

ქეილანი

გასულ წელს "ბითიესის" წევრებმა RM-მა და V-მ ამერიკელი პოპვარსკვლავი Kehlani თავიანთ საყვარელ არტისტად დაასახელეს. ამის შემდეგ მუსიკოსმა ბიჭების გაცნობის სურვილი გამოთქვა და ტვიტერზე დაწერა "BTS-სთან დამაკავშირეთ". ჯგუფის თაყვანისცემლებს იმედი აქვთ, რომ კოლექტივისა და ქეილანის ერთობლივ ნამუშევარს აუცილებლად მოისმენენ. 

ზედი

დიჯეი Zedd-მა შარშან ერთ-ერთ ინტერვიუში BTS-ის შესახებ ისაუბრა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ბიჭების შემოქმედება ძალიან მოსწონს და მათთან დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებდა. მიმდინარე წლის აპრილში არტისტმა თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ კეიპოპ ბენდთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციას წლის ბოლომდე გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ კორეაში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე Ultra Music Festival ზედმა "ბითიესის" ჰიტის Fake Love ჰაუს ვერსია დაუკრა.

დიენსი

ამერიკული პოპ ბენდის DNCE წევრებს შარშან თაყვანისმცემლებმა ჰკითხეს, ჩაწერდნენ თუ არა "ბითიესთან" ერთობლივ ნამუშევარს. მუსიკოსებმა კი მსმენელებს უპასუხეს: "ჩვენ გვიყვარს BTS. ერთ დღეს მათთანაც ვითანამშრომლებთ".

ენსელ ელგორტი

ჰოლივუდში კორეელი ბიჭების ყველაზე ცნობილი ფანი ამერიკელი მომღერალი, დიჯეი და მსახიობი ენსელ ელგორტია. ის "ბითიესის" წევრებს რამდენჯერმე შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის შესახებაც ესაუბრა. მუსიკოსმა ხუმრობით ასევე აღნიშნა, რომ სიამოვნებით გახდებოდა ბოიბენდის მერვე წევრი. 

ტროი სივანი

ავსტრალიელმა მუსიკოსმა ტროი სივანმა თებერვალში განაცხადა, რომ BTS-სთან ითანამშრომლებს. თავის მხრივ, კორეელმა ბიჭებმაც დაადასტურეს, რომ ერთობლივ პროექტზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

შონ მენდესი

კანადელმა პოპვარსკვლავმა შონ მენდესმა ცოტა ხნის წინ ტორონტოში, ერთ-ერთ რადიოსადგურში სტუმრობისას კეიპოპ ბენდის BTS შესახებ ისაუბრა. მუსიკოსი თაყვანისმცემლებს შეჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში კორეულ კოლექტივთან ერთად სიმღერას ჩაწერს.


2017 წელს პოპულარულმა ამერიკელმა დიჯეიმ სტივ აოკიმ "ბითიესის" სიმღერის MIC Drop რემიქსი გაავრცელა. კომპოზიციაზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე 282 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ცოტა ხნის წინ აოკიმ ასევე დაადასტურა, რომ სულ მალე ჯგუფის კიდევ ერთი ტრეკის The Truth Untold ალტერნატიულ ვერსიას გამოუშვებს.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული