Thumbnail

ნახეთ: ქართულმა ჯგუფმა Soft Eject სიმღერის Windstorm აკუსტიკური ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა როკ ჯგუფმა Soft Eject სიმღერის Windstorm აკუსტიკური ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის 2001 წელს გამოშვებულ ალბომში Wanderer შედის.

კოლექტივი ამჟამად კონცერტისთვის ემზადება. არტისტები მსმენელის წინაშე 7 ივლისს დედაენის ბაღში, ღია ცის ქვეშ წარდგებიან.

Soft Eject თბილისში 1990 წელს შეიქმნა. ჯგუფის პირველი ოთხი სტუდიური ჩანაწერი Everybody (1993), Something New (1994), Now! (1995) და Collection (1995) გერმანიაშია ჩაწერილი. 2000-იანი წლებიდან ბენდი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს. აშშ-ში, ბრიტანეთსა და უკრაინაში გასტროლებს 2001 წელს ალბომი Wanderer ემატება. 2 წელიწადში კი Nine Mountains Away გამოდის. 2017 წელს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, "სოფთ ეჯექთი" Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერად მოგვევლინა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული