Thumbnail

2Pac-ის სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თუფაქ შაკურის გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ, რეპერის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება.

ვის დისავს 2Pac-ი? რეპერის გამოუცემელი ტრეკის ხელნაწერი

ნახეთ: 2Pac-ისა და B.I.G-ის მკვლელობის შესახებ გადაღებული ფილმის თრეილერი

► სიმღერის ისტორია: California Love

გამოცემა The Daily Star-ის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფება Crips-ის ყოფილმა წევრმა დუეინ დევისმა, მეტსახელით Keffe D განაცხადა, რომ მხოლოდ მან იცის ლეგენდარული რეპერის მკვლელის ვინაობა. 

"მე ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი ვარ, კომპტონელი ნარკომოვაჭრე, ერთადერთი ცოცხალი ადამიანი, ვისაც თუფაქის მკვლელობის შესახებ სიმართლის თქმა შეუძლია. ხალხს ჩემი ვინაობა 20 წელზე მეტია აინტერესებს, თუმცა, სააშკარაოზე გამოსვლა მხოლოდ ახლა გადავწყვიტე, რადგან სიმსივნით ვარ დაავადებული და დასაკარგი აღარაფერი მაქვს. სიმართლე ერთადერთია, რაც ახლა მაინტერესებს", - ამბობს კიფი დი.

მიმდინარე წლის თებერვალში, BET-ის დოკუმენტურ სერიალში Death Row Chronicles კიფი დისთან საუბრის ნაწყვეტი გამოქვეყნდა, რომელიც 1996 წლის 7 სექტემბრის ღამეს სწორედ იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომლიდანაც რეპერს ცეცხლი გაუხსნეს. 

კიფი დი და ორლანდო ანდერსონი

ცნობილია, რომ თეთრი კადილაკის საჭესთან ტერენს ბრაუნი იჯდა. მის გვერდით კიფი დი. რაც შეეხება უკანა სავარძელს, საიდანაც თუფაქს ცეცხლი გაუხსნეს, იქ კიფი დის ძმისშვილი, კრიმინალური დაჯგუფება Crips-ის კიდევ ერთი წევრი, ორლანდო ანდერსონი, მეტსახელად Baby Lane და დეანდრე სმიტი ისხდნენ.

"პისტოლეტი ამოვიღე და დეანდრე სმიტს მივაწოდე, თუმცა, მან არ გამომართვა. მაშინ ორლანდომ მითხრა, იარაღი მისთვის მიმეცა", - იხსენებს კიფი დი. 

ეს ინფორმაცია კიფი დიმ Netflix-ის მიერ თუფაქისა და ნოტორიუს ბიაიჯის გაუხსნელი მკვლელობების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ-მხატვრულ სერიალშიც Unsolved: The Tupac and Biggie Murders დაადასტურა. 

1996 წლის 7 სექტემბერს, ლას ვეგასში, მაიკ ტაისონსა და ბრიუს სელდონსბშორის გამართული ორთაბრძოლის შემდეგ, თუფაქსა და ლეიბლ Death Row Records-ის დამფუძნებელს შუგ ნაითს ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ორლანდო ანდერსონთან და მის თანმხლებ პირებთან მოუვიდათ. აღსანიშნავია, რომ შუგ ნაითი ორლანდო ანდერსონის ბანდის მოსისხლე მტერ დაჯგუფება Bloods-თან იყო აფილირებული. 

ინციდენტის შემდეგ ორლანდო ანდერსონი კიფი დისთან, დეანდრე სმიტთან და ტერენს ბრაუნთან ერთად, შურის საძიებლად ერთ-ერთ კლუბში, Death Row-ს წვეულებაზე მივიდა. თუმცა, თუფაქი და შუგ ნაითი მას ადგილზე არ დახვდნენ.

კლუბიდან გამოსული განსგსტერები თუფაქს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ. რეპერი შუგ ნაითთან ერთად BMW-ს მარკის ავტომობილით მოძრაობდა, როდესაც გვერდზე მიმავალ მანქანაში მყოფმა ფანებმა იცნეს და შეძახილებით მისი ყურადღების მიპყრობა სცადეს. მუსიკოსი თაყვანისმცემლებს გაესაუბრა და წვეულებაზე დაპატიჟა. სწორედ ამ დროს ჩაიარა მის სიახლოვეს ანდერსონის კადილაკმა. კიფი დის სიტყვებით, თუფაქს რომ ავტომანქანის ფანჯრიდან თავი არ გამოეყო, განგსტერები მას ვერ დაინახავდნენ.

ორლანდო და მასთან ერთად მყოფი პირები თუფაქის მანქანას აედევნენ. როდესაც რეპერი და შუგ ნაითი შუქნიშანზე შეჩერდნენ, თეთრი ფერის კადილაკის უკანა ფანჯრიდან თუფაქს ცეცხლი გაუხსნეს. მუსიკოსს ოთხი ტყვია მოხვდა. 6 დღის შემდეგ, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ორლანდო ანდერსონი 1998 წელს კრიმინალურ გარჩევას შეეწირა. ის კომპტონში მოწინააღმდეგე ბანდის წევრებთან შეტაკებისას, ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

თუფაქ შაკურისა და შუგ ნაითის ჩაცხრილული ავტომობილი

თუფაქი ჰიპ ჰოპ კულტურაში ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული