Thumbnail

Cardi B პირველი ქალი რეპერია, რომელმაც ბილბორდის ჩარტის ლიდერობა ორჯერ შეძლო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B ერთადერთი ქალი რეპერია, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველი პოზიციის დაკავება მეორედ შეძლო. მუსიკოსის ტრეკი I Like It, რომელიც პუერტორიკოელ მომღერალთან Bad Bunny და კოლუმბიელ არტისტთან, ჯი ბალვინთან ერთადაა ჩაწერილი, ჰიტ-აღლუმის სათავეში მოექცა. ეს ისტორიული წარმატება ქარდიმ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოთი აღნიშნა.

► ქარდი ბიმ და რეპერმა ოფსეთმა 2017 წლის სექტემბერში ფარულად იქორწინეს

ქარდი ბის Donald Glover და Donald Glover სხვადასხვა ადამიანი ეგონა

I look crazy guys but I’m Soo happy #1 on the Billboard !!!!!

A post shared by Cardi B Official IG (@iamcardib) on

არტისტის კომპოზიცია Bodak Yellow შარშან ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლოჩანაწერი ჰიტ-აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი შედეგის მიღწევა ლორინ ჰილის 1998 წელს გამოსულმა ტრეკმა Doo Wop (That Thing) შეძლო.

Bodak Yellow და I Like It  რეპერის სადებიუტო ალბომში Invasion of Privacy შედის, რომელიც გაყიდვაში 2018 წლის 5 აპრილს ჩაეშვა. კომერციულად წარმატებულმა სტუდიურმა ჩანაწერმა ოქროს სტატუსი მოიპოვა.

ქარდი ბიმ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. წელს ჟურნალმა Time არტისტი მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული