Thumbnail

პარიზის მოდის კვირეულზე გუშინ დემნა გვასალიას ბრენდის Vetements 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. დიზაინერმა მომხმარებლებს ქართული თემატიკით დატვირთული ნამუშევრები შესთავაზა. 

► ნახეთ: ცნობილი მუსიკოსები ქართველი დიზაინერების სამოსითა და აქსესუარებით

"ვეტმანი" დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია. დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილ სამოსზე არჩევანს არაერთი სუპერვარსკვლავი აკეთებს. მის ერთგულ მომხმარებლებს შორის ისეთი ცნობილი მუსიკოსები შედიან, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, სელენა გომესი და სხვები.

რიანა

"ვეტმანი" ბარბადოსელი სუპერვასკვლავის, რიანას ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია. მომღერალი დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილ სამოსს ხშირად იცვამს.

რიანა

რიანას "ვეტმანის" 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ყვითელი კაბა აცვია.

ქანიე ვესთი

დემნა ქანიე ვესთის ფავორიტი დიზაინერია. 2016 წელს მან გვასალიასთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.

სელინ დიონი

სელინ დიონი "ვეტმანის" 1997 წლის ფილმის "ტიტანიკის" პრინტიან ჰუდიში.

ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტი ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ ვერცხლისფერ კაბაში.

ეისეფ როქი

ეისეფ როქი "ვეტმანის" ჰუდიში.

სელენა გომესი

სელენა გომესი "ვეტმანის" სამოსზე არჩევანს ხშირად აკეთებს.

ფრენკ ოუშენი

ფრენკ ოუშენს "ვეტმანის" ჰუდი აცვია.

ლიამ პეინი

პაპარაცებმა მუსიკოსი ლიამ პეინი "ვეტმანის" მაისურში გამოწყობილი აღბეჭდეს.

სემ სმიტი

სემ სმიტი "ვეტმანის" მაისურში.

ზემფირა

ზემფირა დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილ ჰუდიში.

არიანა გრანდე

არიანა გრანდეს "ვეტმანის" მწვანე ქურთუკი აცვია.

რიტა ორა

რიტა ორა დემნა გვასალიას მიერ შექმნილ მაისურსა და ფეხსაცმელში.

ლუი ტომლინსონი

"ვეტმანი" ბოიბენდ One Direction-ის ყოფილი წევრის, ლუი ტომლინსონის ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია.

ჯი-დრეგონი

კეიპოპ ვარსკვლავი G Dragon დემნას ახლო მეგობარია. მუსიკოსი "ვეტმანის" სამოსზე არჩევანს ხშირად აკეთებს.

ჯასტინ ბიბერი

ჯასტინ ბიბერი "ვეტმანის" პოპულარულ წინდებში.

ვი

ბოიბენდ BTS-ის წევრს, V-ს დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი წითელი ჰუდი აცვია.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული