Thumbnail

ნახეთ: Black Sea Arena-ზე ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

Black Sea Arena-ზე ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი მაყურებლების წინაშე 6-კაციან ბენდთან ერთად წარდგა. არტისტი საქართველოს Wonderful Crazy Night Tour-ის ფარგლებში პირველად ეწვია. კონცერტი SOLO-სა და Eastern Promotions-ის თანამშრომლობით შედგა.

71 წლის პოპვარსკვლავმა კონცერტი სიმღერით The Bitch Is Back გახსნა. მუსიკოსმა ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night კომპოზიციები და ჰიტები, მათ შორის Your Song, I'm Still Standing, Daniel და Tiny Dancer შეასრულა. ტრეკი Sorry Seems To Be The Hardest Word არტისტმა მსმენელებთან ერთად იმღერა.

შოუს დასასრულს, ხანგრძლივი ოვაციების შემდეგ, ელტონ ჯონი "ბლექ სი არენაზე" შეკრებილ აუდიტორიას სიმღერით Candle in the Wind დაემშვიდობა.

BLACK SEA ARENA-ზე ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართა

🎵 Black Sea Arena-ზე ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი Elton John-ი მაყურებლების წინაშე 6-კაციან ბენდთან ერთად, ორსაათიანი შოუთი წარდგა. არტისტი საქართველოს Wonderful Crazy Night Tour-ის ფარგლებში პირველად ეწვია. კონცერტი SOLO-სა და Eastern Promotions-ის თანამშრომლობით შედგა. 👇 ნახე ვიდეო.

Posted by popmusic on Monday, July 2, 2018

 

ელტონ ჯონს "ბლექ სი არენზე" 2017 წელს უნდა ემღერა, თუმცა, მისი ბენდის ერთ-ერთი წევრის, დეივი ჯონსტონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღონისძიება გადაიდო.

სერ ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 4 გრემისა და ერთი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 300 მილიონი გაყიდული ჩანაწერის წყალობით მუსიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ელტონ ჯონმა თაყვანისცემლებს კარიერის დასრულების შესახებ აცნობა. შემსრულებლმა უკანასკნელი მსოფლიო ტურნეც დაანონსა, რომელიც სტარტს 2018 წლის სექტემბერში აიღებს და 2021 წელს დასრულდება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული