Thumbnail

ედ შირანს სამლოცველოს აშენების უფლება არ მისცეს

ბრიტანელ მომღერალს ედ შირანს სუფოლკის საგრაფოში, საკუთარ კარ-მიდამოში საქსონური სტილის სამლოცველოს აშენების ნებართვა არ მისცეს. სოფელ დენინგტონის საბჭოს განცხადებით, ნაგებობის დიზაინი ლანდშაფტს არ შეესაბამება. მუსიკოსის სურვილს ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ეწინააღმდეგებიან. მათ დიდად არ მოსწონთ მცირე ზომის დასახლებაში ორი ტაძრის არსებობის იდეა.

ედ შირანის სამლოცველოს დიზაინი

ედ შირანს სამლოცველოს აშენებაში ხელს ტრიტონები უშლიან

პოპვარსკვლავმა სამლოცველოს აშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეგობარ გოგონას, ჩერი სიბორნს ხელი სთხოვა. საქორწინო ცერემონიის ჩატარებას წყვილი სწორედ ამ ტაძარში აპირებდა. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ედი სოფლის საბჭოს გადაწყვეტილებას.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული