Thumbnail

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და კლუბ "ბარსელონას" ფორვარდს, ლიონელ მესის ყურსასმენებით ხშირად არ ვხედავთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი საკუთარ ფესვებს მუსიკალურ გემოვნებაშიც არ წყდება.

► ფეხბურთის ვარსკვლავების მიერ შესრულებული 10 სიმღერა

► მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების 10 საუკეთესო ჰიმნი

"ძალიან მომწონს არგენტინული მშვიდი მუსიკა", - უთხრა მესიმ მეგობარს, "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს პინტოს. მასთან საუბარში ლიონელმა ასევე აღნიშნა, რომ 1987 წელს შექმნილი არგენტინული რეგეი ბენდის Las Cafres კომპოზიცია Hijo მისი ერთ-ერთი ფავორიტია. "ეს სიმღერა ყველაფერზეა, რაც კი განმიცდია", - თქვა მესიმ. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს სამი შვილი ჰყავს.

"შენი პატარა თვალები თაფლივით ბრწყინავს. მინდა, შენი ღიმილი ყოველდღე ვნახო. ჩემი საჩუქარი შენთან ჩახუტებაა", - ასეთია მესის საყვარელი კომპოზიციის ტექსტი.

"მინდა, გიტარაზე ვუკრავდე. ძალიან მომწონს მისი ჟღერადობა. როდესაც ამ ინსტრუმენტის ხმა მესმის, ვისვენებ, გონება მეწმინდება", - ასევე დასძინა ლიონელმა პინტოსთან საუბარში.

მესი და მისი თანაგუნდელი, ლუის სუარესი 2017 წელს კოლუმბიელი მომღერლის, მალუმას კონცერტსაც დაესწრნენ. მუსიკოსმა სცენაზე კლუბ "ბარსელონას" მაისურიც ჩაიცვა. ინტერნეტში კი სპორტსმენებისა და არტისტის შეხვედრის კადრები გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასა" და პლატფორმა "დიზერს" შორის გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, სტრიმინგ სერვისზე კლუბის ფეხბურთელების ფლეილისტები ხშირად ქვეყნდება. ლიონელის საყვარელი სიმღერების ჩამონათვალს თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ სპორტსმენი მხოლოდ ლათინოამერიკულ მუსიკას უსმენს.

თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავის საყვარელი სიმღერების ხუთეული ასე გამოიყურება:

5. Shakira - Me Enamoré

4. Ozuna - Tu Foto

3. CNCO, Yandel - Hey DJ

2. Becky G, Bad Bunny - Mayores 

1. Anitta - Paradinha

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული