Thumbnail
ფოტო: Charlotte Gainsbourg

ნახეთ: შარლოტ გენსბურმა სიმღერაზე Sylvia Says ვიდეოკლიპი გადაიღო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილმა მუსიკოსმა და მასახიობმა შარლოტ გენსბურმა სიმღერაზე Sylvia Says გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის რეჟისორი თავად შემსრულებელია. კომპოზიცია მომღერლის რიგით მეხუთე სტუდიურ ნამუშევარში Rest შედის, რომელიც გაყიდვაში შარშან ჩაეშვა.

შარლოტმა მუსიკალური კარიერა 1984 წელს დაიწყო. ლეგენდარული სერჟ გენსბურისა და ჯეინ ბირკინის შვილი დანიელი რეჟისორის, ლარს ფონ ტრიერის საყვარელი მსახიობიცაა. 2009 წელს ფილმისთვის "ანტიქრისტე" მან კანის ფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული