Thumbnail

მოუსმინეთ: დრეიქმა ახალი ალბომი Scorpion გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელი სუპერვარსკვლავის Drake ახალი, ორმაგი ალბომი Scorpion გაყიდვაში ჩაეშვა. სტუდიურ ჩანაწერში სულ 25 კომპოზიცია შევიდა. მათზე მუშაობისას არტისტმა ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Jay-Z, Ty Dolla Sign, PARTYNEXTDOOR, Nicki Minaj, Future და სხვა.

ნამუშევრების პროდიუსერებს შორის Noah “40” Shebib, Boi-1Da, Cardo, DJ Premier, DJ Paul, Murda Beatz, Illmind, T-Minus და No I.D. არიან. Scorpion-ის გავრცელებამდე დრეიქმა მსმენელს 3 სინგლი God's Plan, Nice For What და I'm Upset შესთავაზა.

► ნახეთ: დრეიქმა ტრეკზე I'm Upset კლიპი გადაიღო და მორიგი ალბომის გარეკანი გამოაქვეყნა 

ალბომის პირველი ნაწილის უკანასკნელი ტრეკიდან Is There More ცნობილი ხდება, რომ ამ სტუდიური ჩანაწერით დრეიქი ლეიბლ Cash Money-სთან თანამშრომლობას ასრულებს და მომავალი ნამუშევრები მხოლოდ მის მიერ დაარსებული OVO Sound-ის მეშვეობით გავრცელდება.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ალბომის 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის მთავარი კომპოზიცია Hotline Bling გახლავთ, რომელმაც იუთუბზე მილიარდ სამას მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

ალბომის მოსმენას ფეისბუქით ავტორიზაციის შემდეგ შეძლებთ:

კომენტარები

ბოლოს დამატებული