Thumbnail

ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება A Tribe Called Quest, რომლის წევრებიც ქიუ-თიფი, ალი შაჰიდ მუჰამადი, ჯარობი უაითი და 2016 წელს დიაბეტისგან გარდაცვლილი ფაიფ დოგი იყვნენ, მსმენელს ტრეკზე The Space Program გადაღებული ვიდეორგოლით დაემშვიდობა.

8-წუთიან მუსიკალურ კლიპში ჯგუფთან აფილირებული რეპერის ქონსიქუენსის გარდა, ბლექ სოთი, ვინს სტეიპლსი, ერიკა ბადუ, ქომონი, ფარელ უილიამსი, ალიშა ქისი, კელი როულენდი და ქუესთლავი მონაწილეობენ. ჩანაწერი კოლექტივის 2016 წელს გავრცელებული, ბოლო სტუდიური ალბომის We Got It From Here... Thank You 4 Your Service სინგლია.

► Q-Tip-მა უკანასკნელი სოლო ალბომი დააანონსა 

A Tribe Called Quest 1985 წელს ჩამოყალიბდა. მათი დებიუტი 1990 წლის ალბომით People's Instinctive Travels And The Paths Of Rhythm შედგა. 2016 წლამდე ჯგუფმა 6 სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. We Got It From Here... Thank You 4 Your Service კი მათ შემოქმედებაში უკანასკნელია.

კოლექტივი არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გამორჩეულ მუსიკალურ გაერთიანებად შერაცხა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული