Thumbnail

ქართულმა მეტალ ჯგუფმა Infadus სადებიუტო ალბომი Intra Nether გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ქართულმა დეს მეტალ ჯგუფმა Infadus სადებიუტო ალბომი Intra Nether გამოუშვა. ჩანაწერი რვა კომპოზიციას აერთიანებს. მუსიკოსებმა ცოტა ხნის წინ მსმენელებს ამ სტუდიური ნამუშევრის სინგლზე Anchorite გადაღებული ვიდეოკლიპიც შესთავაზეს.

► მოუსმინეთ: ქართულმა ჯგუფმა Infadus ახალი სინგლი Obsidian Dream გაავრცელა

Infadus 2015 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. კოლექტივის წევრები გიო ხურცილავა, ბექა გორგაძე, გუგა აფრიდონიძე, სანდრო ფოცხიშვილი და დავით დინოშვილი არიან. ბენდს კონცერტები ბაქოსა და ერევანშიც აქვს გამართული. არტისტებმა 2016 წელს ფესტივალ Tbilisi JAM Fest-ზე ისეთ ჯგუფებთან ერთად დაუკრეს, როგორებიც არიან: Tiamat, Jinjer და Walkways.

კომენტარები

ბოლოს დამატებული