Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა შეყვარებულის შვილთან ერთად კატერზე იცეკვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი 2017 წლიდან ბეისბოლის ცნობილ მოთამაშეს, ალექს როდრიგესს ხვდება. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს სპორტსმენის შვილებთან იდეალური ურთიერთობა აქვს. ცოტა ხნის წინ ალექსმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც მისი 13 წლის ქალიშვილი და ჯენიფერი კატერზე ყოფნისას ამ უკანასკნელის სიმღერაზე Dinero ცეკვავენ. 

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა სიმღერაზე Dinero ვიდეოკლიპი გადაიღო

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა და დიჯეი ქალედმა ბილბორდის დაჯილდოებაზე სიმღერა Dinerio შეასრულეს

#dinero #tashi @jlo

A post shared by Alex Rodriguez (@arod) on

48 წლის ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული