Thumbnail

ქენდრიქ ლამარი და სუფიან სტივენსი ამერიკის კინოაკადემიის წევრები გახდნენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ წელს 59 ქვეყნიდან 928 ახალი წევრი დაიმატა. მათ შორის ამერიკელი რეპერი ქენდრიქ ლამარი და მუსიკოსი სუფიან სტივენსიც მოხვდნენ. 

► ლიტერატურული წიაღსვლები ქენდრიქ ლამარის შემოქმედებაში

► Call Me by Your Name-ის საუნდტრეკებს ატმის სურნელოვან ვინილზე გამოსცემენ

ქენდრიქმა 2018 წელს ფილმისთვის Black Panther 13 საუნდტრეკი დაწერა. 2014-ში კი სამეცნიერო ფანტასტიკისთვის Divergent შექმნილ კომპოზიციაზე Backwards ჯგუფ Tame Impala-ს ფრონტმენ კევინ პარკერთან ერთად იმუშავა.

სუფიან სტივენსმა რეჟისორ ლუკა გუადანინოს კინოსურათისთვის Call Me by Your Name შარშან ორი ტრეკი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. თუმცა, გამარჯვება ანიმაციურ ფილმში Coco გამოყენებულ კომპოზიციას Remember Me ერგო.

ამერიკის კინოაკადემია ამ ეტაპზე 6,000-ზე მეტ წევრს აერთიანებს, რომლებიც ყოველწლიურად პრესტიჟული ჯილდოს, "ოსკარის" გამარჯვებულებს ირჩევენ. 

ნახეთ სუფიან სტივენსის პერფორმანსი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე:

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული