Thumbnail
ფოტო: Tbilisi Open Air

ნახეთ: Tbilisi Open Air 2018-ის მე-3 დღეს R.O x Konoba-მ და ტომ ოდელმა იმღერეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2018 დასასრულს მიუახლოვდა. ღონისძიების მესამე დღეს მსმენელთა წინაშე ჰედლაინერები, ბელგიელი მუსიკოსები R.O x Konoba და ბრიტანელი ინდი პოპ მომღერალი ტომ ოდელი წარდგნენ. მათ გამოსვლამდე კი ფესტივალის მთავარი სცენა ქართველ მუსიკოსებს, Tbilisi Newcomers 2018-ის გამარჯვებულ ჯგუფს Lua, ასევე სოფი ვილის, სალიოს და ახალი პროექტს St. Nudes-ს დაეთმო.

ნახეთ: Tbilisi Open Air 2018-ის პირველ დღეს Sevdaliza-მ და KayaKata-მ იმღერეს

ნახეთ: Tbilisi Open Air 2018-ის მეორე დღეს როშინ მერფიმ და რეიჩელ იამაგატამ იმღერეს

ფესტივალის ჰედლაინერმა, ბელგიურმა დუეტმა R.O x Konoba მსმენელებს  ერთსაათიანი პროგრამა შესთავაზა. მუსიკოსებმა სხვა კომპოზიციებთან ერთად, საკუთარი ჰიტი On Our Knees, ახალი სიმღერა I Can Feel That All და ფოსთ მელოუნის ტრეკის Rockstar ქავერ ვერსია შეასრულეს.

ამის შემდეგ კი სცენაზე ფესტივალის მთავარი ვარსკვლავი, ტომ ოდელი გამოჩნდა. მისი გამოსვლა თითქმის 2 საათი გაგრძელდა. სხვა ნამუშევრებთან ერთად, მუსიკოსმა მსენელებს რამდენიმე დღის წინ დაანონსებული, მისი რიგით მესამე სტუდიური ალბომის Jubilee Road სინგლი Son of an Only Child და თავისი ყველაზე ცნობილი სიმღერა Another Love წარუდგინა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული