Thumbnail

ნახეთ: მადონამ შვილთან ერთად ელვის პრესლის სიმღერა დააქავერა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა მადონამ ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც შვილთან, დევიდთან ერთად ელვის პრესლის კომპოზიციას Can’t Help Falling in Love ასრულებს.

► ნახეთ: მადონას სკანდალური პოსტი ბიონსესა და ჯეი ზიზე

► მადონა ახალ ჩანაწერზე მუშაობს

3-წუთიან ვიდეოში დედა-შვილი ტრეკს გიტარისა და ფორტეპიანოს თანხლებით მღერის. ლისაბონში გადაღებულ კადრებში პოპ მუსიკის დედოფალი 12 წლის დევიდს კომპოზიციის სწორად შესრულებასაც ასწავლის.

A post shared by Madonna (@madonna) on

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული