Thumbnail

მოუსმინეთ: ჯგუფმა Nine Inch Nails ახალი ალბომი Bad Witch გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Nine Inch Nails რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Bad Witch გამოუშვა. ნამუშევარი ტრილოგიის მესამე ნაწილია, რომელიც მასთან ერთად ორ EP-ს, 2016 წლის დეკემბერში გამოცემულ Not the Actual Events-ს და 2017 წლის ივნისში გამოსულ Add Violence-ს აერთიანებს. მუსიკოსებმა ცოტა ხნის წინ ჩანაწერის მხარდასაჭერი ტურნეც დააანონსეს. მაისში კი ბენდმა მსმენელებს ახალი პროექტიდან სინგლი God Break Down The Door შესთავაზა.

► მოუსმინეთ: Nine Inch Nails - God Break Down The Door

► ნახეთ: Nine Inch Nails-მა Joy Division-ის სიმღერა Digital დააქავერა

► ნახეთ: Nine Inch Nails-მა დევიდ ბოუის სიმღერა I’m Afraid of Americans დააქავერა

ვოკალისტმა და კომპოზიტორმა ტრენტ რეზნორმა Nine Inch Nails 1988 წელს დააარსა. ინდასტრიალ ჯგუფის კარიერა ოც მილიონამდე გაყიდულ ალბომსა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან დევიდ ბოუი, მერილინ მენსონი და სხვები.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული