Thumbnail
ფოტო: Tbilisi Open Air

Tbilisi Open Air 2018 მეორე დღეს მთავარ სცენაზე მსმენელთა წინაშე ფესტივალის ჰედლაინერები, ბრიტანული დუეტის Moloko ყოფილი წევრი როშინ მერფი და ამერიკელი როკ მუსიკოსი რეიჩელ იამაგატა წარდგნენ.

► ნახეთ: Tbilisi Open Air 2018 - პირველი დღე

► ნახეთ: Tbilisi Open Air 2018 - მესამე დღე

Tbilisi Open Air 2018 - Day 2

Tbilisi Open Air 2018-ის მეორე დღეს მთავარ სცენაზე მსმენელთა წინაშე ფესტივალის ჰედლაინერები, ბრიტანული დუეტის Moloko ყოფილი წევრი Róisín Murphy და ამერიკელი როკ მუსიკოსი Rachael Yamagata წარდგნენ. 🎵 მსმენელთა თხოვნის მიუხედავად, Rachael Yamagata-ს სცენაზე თავისი ჰიტი Over and Over არ უმღერია, თუმცა, მოგვიანებით, მომღერალმა ეს კომპოზიცია ჟურნალისტებისთვის მაინც შეასრულა. 👇 ნახე ვიდეო.

Posted by popmusic on Sunday, June 24, 2018

 

როშინ მერფიმ საათნახევრიანი შოუ ახალი კომპოზიციით Innocence გახსნა. შემდეგ კი მსმენელებთან ერთად მისი 1998 წლის ჰიტი Sing It Back იმღერა. 

რეიჩელ იამაგატამ ღონისძიებაზე ცნობილი კომპოზიციები Be Be Your Love, Worn Me Down და Break Apart შეასრულა. მსმენელთა თხოვნის მიუხედავად, მუსიკოსს თავისი ჰიტი Over and Over არ უმღერია. თუმცა, ჟურნალისტებისთვის იამაგატამ კომპოზიციის მისამღერი შეასრულა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული