Thumbnail
ფოტო: Tbilisi Open Air

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2018 დაიწყო. ღონისძიების პირველ დღეს მთავარ სცენაზე მსმენელთა წინაშე ჰედლაინერები, ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი მუსიკოსი Sevdaliza და ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივი KayaKata წარდგნენ. 

ნახეთ: Tbilisi Open Air 2018 - მეორე დღე

► ნახეთ: Tbilisi Open Air 2018 - მესამე დღე

Tbilisi Open Air 2018 - Day 1

🎶 Tbilisi Open Air 2018-ის პირველ დღეს მთავარ სცენაზე მსმენელთა წინაშე ჰედლაინერები, ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი მუსიკოსი SEVDALIZA და ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივი KayaKata წარდგნენ. 👇 ნახე ვიდეო.

Posted by popmusic on Saturday, June 23, 2018

 

სევდალიზამ ფესტივალის სტუმრებს 50-წუთიანი პროგრამა შესთავაზა. არტისტმა თავისი ჰიტები, მათ შორის Human და That Other Girl შეასრულა. 

პირველი დღის კიდევ ერთი ჰედლაინერის KayaKata-ს გამოსვლა კი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჰიპ ჰოპ არტისტებმა ლაივი 18 ივნისს მაიამიში მოკლული ამერიკელი რეპერის XXXTentacion-ის და ჯგუფის Kung Fu Junkies ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის, ხსოვნას მიუძღვნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული