Thumbnail

ნახეთ: მადონას სკანდალური პოსტი ბიონსესა და ჯეი ზიზე

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ლეგენდარული მომღერლის, მადონას მიერ ინსტაგრამზე განთავსებულმა პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ბიონსესა და ჯეი ზის ლუვრში გადაღებულ ფოტოს ეხება, რომელშიც მუსიკოსები იქ გამოფენილ შედევრებს შესცქერიან. პოპის დედოფალმა ხელოვნების ნიმუშები საკუთარი ალბომების ყდებით შეცვალა და სურათს აღწერაში Learning from the Master....lol (ისწავლეთ ოსტატისგან) დააწერა.

ნახეთ: The Carters - Apeshit

გაიგეთ, როგორ შეძლეს ბიონსემ და ჯეი ზიმ ლუვრში ვიდეოკლიპის გადაღება

კომენტარების სექციაში ინსტაგრამის მომხმარებლებმა მადონა რასიზმში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც პოპ ვარსკვლავმა ფოტოს აღწერა შეცვალა და კონტროვერსიული Master წაშალა. როგორც ცნობილია, ეს სიტყვა "ოსტატის" გარდა, "ბატონსაც" აღნიშნავს. მომღერალს დამატებითი ახსნა-განმარტება აღარ გაუკეთებია.

Learning ..............lol. #art #equals #freedom 🎨

A post shared by Madonna (@madonna) on

მადონას პოსტს არც ბიონსე და ჯეი ზი გამოხმაურებიან. ისინი ამჟამად ევროპაში ერთობლივ ტურნეს მართავენ. ეს ფოტო კი ლუვრში მაშინ გადაიღეს, როდესაც ბოლო ალბომის Everything Is Love სინგლის Apeshit ვიდეორგოლზე მუშაობდნენ.

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული