Thumbnail

Mother On Mondays 1992 წელს შეიქმნა. ჯგუფის პირველ შემადგენლობაში შედიოდნენ - გოგლიკ ფარეშიშვილი (ვოკალი), გოგი ძოძუაშვილი (ბას გიტარა), ლევან ჯავახიშვილი (გიტარა), დათო ჩხიკვიშვილი (გიტარა) და ვაჟა ბექაური (დრამი). 

Mother On Mondays - Coma (1993)

პროექტს სახელი გოგის და ლევანის საყვარელი მუსიკოსის, ფრენკ ზაპას ჯგუფის The Mother of Invention პატივცსაცემად დაერქვა. მის მუსიკალურ მიმართულებას სინთპოპის, ნიუ ვეივის და ალტერნატიული როკის ნაზავი წარმოადგენდა. გავლენებს შორის კი აღსანიშნავია ჯგუფები Pet Shop Boys, The Cure და The Smiths.

Mother On Mondays - Mr. Greenaway (1993)

1993 წელს სტუდია „მელოდიაში“ სადებიუტო ალბომი Clear and Cold ჩაიწერა, რასაც რუსეთში ტურნე მოჰყვა, რომლის დასრულების შემდეგ ჯგუფი ორმა წევრმა, დათო ჩხიკვიშვილმა და ვაჟა ბექაურმა დატოვეს.

Mother on Mondays - კონცერტი პიონერთა სასახლეში War Is Over (1993)

1995 წელს Mother On Mondays-ის მომდევნო ნამუშევარი გამოდის, სახელწოდებით Friends. ეს ალბომი უნიკალური მოვლენა იყო იმდროინდელ ქართულ პოპ მუსიკაში - ის ყველა სალიცენზიო უფლების დაცვით უცხოურ, კერძოდ კი ბულგარულ ლეიბლზე გამოიცა.

Mother On Mondays - Kissing and Smiling (1995)

1996 წელს Mother On Mondays-დან გოგი ძოძუაშვილიც წავიდა, რის შემდეგაც ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა. დარჩენილმა მუსიკოსებმა პროექტს სახელი შეუცვალეს და "ესტრადა" დაირქვეს. ამ სახელწოდებით ჩაიწერა ორი დუეტი ირაკლი ჩარკვიანთან - "აფრენ" და Love Is All

დაშლიდან 20 წლის შემდეგ, Mother On Mondays ძველი შემადგენლობით შეიკრიბა. გამონაკლისს გოგლიკ ფარეშიშვილი წარმოადგენდა, რომლის ადგილიც კოტე კალანდაძემ დაიკავა.

Mother on Mondays - Give (2016) 

2016 წელს გამოვიდა ახალი სიმღერა Miraculous, რომელზეც მუსიკალური ვიდეო ნიკა მაჩაიძემ გადაიღო. მომდევნო წელს კი ჯგუფის რიგით მესამე ალბომი Dreams გამოიცა.

Mother on Mondays - Miraculous (2016)

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული