Thumbnail
ფოტო: Demi Lovato

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა დემი ლოვატომ ახალი სინგლი Sober გამოუშვა. კომპოზიციაში მომღერალი მშობლებს ბოდიშს უხდის, რომ ფხიზლად ყოფნას ვეღარ ახერხებს. როგორც ცნობილია, მუსიკოსი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას წლების განმავლობაში ებრძოდა. 14 მარტს კი ტვიტერზე დაწერა, რომ დიდი ხანია, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს.

► მოუსმინეთ: Christina Aguilera Feat. Demi Lovato - Fall In Line

დემი ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული