Thumbnail

პოპულარული არტისტები ახალგაზრდა ფლორიდელი მუსიკოსის XXXTentacion გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. რეპერი ორშაბათს მაიამიში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 

► მაიამიში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი XXXTentacion მოკლეს

► პოლიცია XXXTentacion-ის მკვლელობის დეტალებს ავრცელებს

Kanye West: "მშვიდად განისვენე. სანამ ცოცხალი იყავი, არ მითქვამს, რომ შენ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინე. მადლობა არსებობისთვის."

J. Cole: "გაოცებული ვარ. გამორჩეული ტალანტი და შეუზღუდავი პოტენციალი. მას დიდი სურვილი ჰქონდა, უკეთესი ადამიანი გამხდარიყო. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი, მეგობრები და ფანები."

Ski Mask The Slump God: "მიყვარხარ. მაპატიე და ბოდიში ყველაფრისთვის."

I Love You , I’m Sorry For Everything , Forever Jahseh Fucking Forever

A post shared by Stokeley (@theslumpgod) on

Smokepurpp: "მშვიდად განისვენე X."

Lil Pump: "შეუძლებელია, ეს რეალობა იყოს."

Joey Badass: "ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მეგობარი გიწოდე."

T.I.: "ჯანდაბა, პატარა მეგობარო. ჩემი შვილი შენი შემოქმედების დიდი გულშემატკივარია."

Meek Mill: "სირცხვილია. სიცოცხლე ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ქუჩასა და სისტემას ვებრძვით. ყოველთვის ვწუხვარ ახალგაზრდა რეპერების დაღუპვის გამო."

Fat Joe: "სევდიანი დღეა. ის მხოლოდ 20 წლის იყო და მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. ღმერთმა დაგლოცოს."

Big Boi: "მშვიდად განისვენე X"

#rip X

A post shared by Big Boi (@therealbigboi) on

Travis Barker: "სიტყვები არ მყოფნის. მიყვარდა შენთან თანამშრომლობა. შენ ჩვენი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი არტისტი იყავი."

Lil Yachty: "შენ პოზიტიური ადამიანი იყავი და ძალიან გიყვარდა სიცილი. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი არტისტი ხარ, ვისაც ვიცნობ. ცხოვრებაში შეცდომას ყველა უშვებს. არავინ იმსახურებს ასეთ ახალგაზრდა ასაკში სიკვდილს.

ჯასეი დუეინ ონფროიმ, სასცენო სახელით XXXTentacion, კარიერა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსმა გარდაცვალებამდე მხოლოდ 2 ალბომის "17" და "?" გამოცემა მოასწრო. მისი ყველაზე პოპულარული ტრეკებია Sad!, Changes და Jocelyn Flores.

კომენტარები

ბოლოს დამატებული