Thumbnail

ნახეთ: Placebo-მ The Cure-ის სიმღერა Let's Go To Bed დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Placebo ლეგენდარული ბენდის The Cure სიმღერა Let's Go To Bed დააქავერა. არტისტებმა კომპოზიცია ფესტივალზე Meltdown შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ფესტივალი ყოველ წელს ირჩევს ცნობილ მუსიკოსს, რომელიც ღონისძიების ლაინაფს ადგენს. ამჯერად ეს როლი The Cure-ის ფრონტმენმა, რობერტ სმიტმა მოირგო. მის რჩეულებს შორის, Placebo-სთან ერთად, ისეთი ჯგუფები მოხვდნენ, როგორებიცაა Manic Street Preachers, Nine Inch Nails, The Libertines და სხვები.

Placebo ლონდონში 1994 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 11 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტებს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად აქვთ ნამუშევარი, როგორებიც არიან: ლეგენდარული დევიდ ბოუი, ცნობილი როკ ბენდის R.E.M ფრონტმენი მაიკლ სტიპი და სხვები. "ფლასიბო" 2015 წელს თბილისშიც იმყოფებოდა, კოლექტივმა Tbilisi Open Air-ის ფარგლებში თბილისის ზღვაზე კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული