Thumbnail

მაიამიში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი XXXTentacion მოკლეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული გამოცემა TMZ-ის ცნობით, ქალაქ მაიამიში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი XXXTentacion ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ფლორიდელ რეპერს პულსი არ ჰქონდა.

სროლის ფაქტს ბროუარდის ოლქის პოლიციის დეპარტამენტიც ადასტურებს. სამართალდამცველები ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გაავრცელებენ. 

20 წლის მუსიკოსი საკუთარი ავტომანქანით მოტოციკლების მაღაზიას ტოვებდა, როდესაც თავდამსხმელი მიუახლოვდა და ესროლა.

უახლოეს მომავალში XXXTentacion-ის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. მას ბრალი მეგობარი გოგონას სისტემატურ ცემაში ედებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სავარაუდო ძალადობის დროს მსხვერპლი ორსულად იყო.

1 თვის წინ სწორედ ამ მიზეზით, მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify არტისტის შემოქმედება საკუთარი ფლეილისტებიდან და ალგორითმული რეკომენდაციებიდან ამოიღო.

► "სპოტიფაიმ" R. Kelly-სა და Xxxtentacion-ის შემოქმედება ფლეილისტებიდან ამოიღო

ჯასეი დუეინ ონფროიმ, სასცენო სახელით XXXTentacion, კარიერა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსმა გარდაცვალებამდე მხოლოდ 2 ალბომის 17 (2017) და ? (2018) გამოცემა მოასწრო. მისი ყველაზე პოპულარული ტრეკებია Sad!, Changes და Jocelyn Flores.

კომენტარები

ბოლოს დამატებული