Thumbnail

Lil Uzi Vert-მა ახალი ტრეკის ნაწყვეტი ცეკვით წარადგინა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ფილადელფიელმა არტისტმა სიმირ ვუდსმა, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, ინსტაგრამზე ახალი ტრეკის ნაწყვეტი ცეკვით წარადგინა. 

Uzi hurry up and drop 🤧🔥

A post shared by 16 (@liluzivert) on

ლილ უზის ვიდეო პოპულარულმა ატლანტელმა მუსიკოსმა Young Thug-მაც გამოაქვეყნა. სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ეს ახალგაზრდა არტისტების ერთობლივი კომპოზიცია იქნება.

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო და დღეისთვის ერთადერთი სტუდიური ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული