Thumbnail

ნახეთ: Nine Inch Nails-მა Joy Division-ის სიმღერა Digital დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Nine Inch Nails ლეგენდარული ბრიტანული ბენდის Joy Division სიმღერა Digital დააქავერა. კომპოზიცია კოლექტივმა ლას ვეგასში გამართულ კონცერტზე შეასრულა. ტრეკი "ჯოი დივიჟენმა" 1980 წელს ჩაწერა.

ვოკალისტმა და კომპოზიტორმა ტრენტ რეზნორმა Nine Inch Nails 1988 წელს დააარსა. ინდასტრიალ, ალტერნატიულ და ემბიენთ ჟანრებში მოღვაწე ჯგუფის კარიერა ოც მილიონამდე გაყიდულ ალბომსა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან დევიდ ბოუი, მერილინ მენსონი და სხვები. ბენდის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი Bad Witch 2018 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული