Thumbnail
ფოტო: Spice girls

Spice Girls-ის საკონცერტო ტურნე ჩაიშალა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ინგლისური პოპ ბენდი Spice Girls კონცერტებს აღარ გამართავს. დაგეგმილი ტურნე, რომელსაც სტარტი 27 სექტემბერს უნდა აეღო, ჩაიშალა. გამოცემა Sun-ის ინფორმაციით, შოუში მონაწილეობაზე უარი ვიქტორია ბექჰემმა განაცხადა.

ჯგუფმა დაბრუნება იანვარში დააანონსა. მაშინ ვიქტორია კოლექტივთან ერთად მაყურებლების წინაშე წარდგომაზე თანახმა იყო.

აღსანიშნავია, რომ ტურნეს მთლიანი შემოსავალი 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი უნდა ყოფილიყო.

"სფაის გერლზი" ბრიტანეთში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 85 მილიონი გაყიდული ალბომით კოლექტივი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ბოლოს მუსიკოსები ერთად 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდნენ. პროექტს მსოფლიო პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Wannabe მოუტანა. სიმღერა 1996 წელს გაყიდვებისა და ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული