Thumbnail

ნახეთ: Nine Inch Nails-მა დევიდ ბოუის სიმღერა I’m Afraid of Americans დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Nine Inch Nails ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის დევიდ ბოუის სიმღერა I’m Afraid of Americans დააქავერა. კომპოზიცია არტისტის 1997 წელს გამოცემული ალბომის Earthling ერთ-ერთი სინგლია.

ტრეკი ლას ვეგასში გამართულ კონცერტზე შესრულდა, რომლითაც კოლექტივმა ახალი ალბომის Bad Witch მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე დაიწყო.

ვოკალისტმა და კომპოზიტორმა ტრენტ რეზნორმა Nine Inch Nails 1988 წელს დააარსა. ინდასტრიალ, ალტერნატიულ და ემბიენთ ჟანრებში მოღვაწე ჯგუფის კარიერა ოც მილიონამდე გაყიდულ ალბომსა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან დევიდ ბოუი, მერილინ მენსონი და სხვები. ბენდის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი Bad Witch 2018 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული